პრაქტიკული სწავლება ხელშესახები შედეგებისთვის
ეფექტიანობის აქსელერატორი
ისწავლით როგორ აღმოფხვრათ დანაკარგები, გაამარტივოთ პროცესები, ეფექტურად გადაჭრათ პრობლემები და მიაღწიოთ სწრაფ, გაზომვად შედეგებს.
ხანგრძლივობა: 4-6 კვირა
პრობლემების სისტემური გადაჭრის ვორქშოფი
პრაქტიკული ვორქშოფი, სადაც თქვენს რეალურ მაგალითებზე მოხდება პრობლემების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მისი გადაჭრა, ეფექტური ინსტრუმენტებით
ხანგრძლივობა: 5 საათი
გუნდის რეალური პროცესის გადახედვა და სწრაფი გაუმჯობესებები — მხოლოდ ერთ დღეში. ვპოულობთ bottleneck-ებს, ვამარტივებთ პროცესს და ვამცირებთ პროცესის დროს.
ხანგრძლივობა: 8 საათი
პროცესის გაუმჯობესება
1 დღეში


ტრენერები
EFFILAB- ეფექტურობის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მთავარი ტრენერი
ირმა არის ორგანიზაციული ეფექტურობის, Lean და Agile ტრანსფორმაციების ექსპერტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
ის მონაწილეობდა Agile და ოპერაციული ტრანსფორმაციების განხორციელებაში ორ უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციაში, მათ შორის ერთ-ერთში ხელმძღვანელობდა მასშტაბურ ტრანსფორმაციას ფინანსურ ინსტიტუტში.
საქართველოში პირველად მოახდინა ლინ მენეჯმენტის და ეჯაილის დანერგვა საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-სთან და ადგილობრივ გუნდთან ერთად, როგორც ფრონტ ოფისში, ასევე ბექ ოფისში.
ირმას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ სტრატეგიულ ტრანსფორმაციის პროექტში, რომელთა შედეგად მიღწეული იყო:
გაყიდვების და პროდუქტიულობის ზრდა
ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
პროცესის დროისა და რიგების შემცირება
სტეიკჰოლდერების კმაყოფილების გაუმჯობესება
მისი მთავარი ფოკუსია პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები და ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც რეალურად მუშაობს ყოველდღიურ საქმიანობაში.
განათლება
MBA-ის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით - (ESM Tbilisi)
PhD დოქტორი ინფორმატიკაში -
PMI- ACP
Lean 6sigma შავი ქამრის მფლობელი
