პრაქტიკული სწავლება ხელშესახები შედეგებისთვის

ეფექტიანობის აქსელერატორი ლინ მენეჯმენტით

ისწავლით როგორ შეამციროთ დანახარჯები, გაამარტივოთ პროცესები, ეფექტურად გადაჭრათ პრობლემები და მიაღწიოთ სწრაფ, გაზომვად შედეგებს.

ხანგრძლივობა: 4-5 კვირა

A group of professionals engaged in a lively workshop session.
A group of professionals engaged in a lively workshop session.
პრობლემების სისტემური გადაჭრის ვორქშოფი

პრაქტიკული ვორქშოფი, სადაც თქვენს რეალურ მაგალითებზე მოხდება პრობლემების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და მისი გადაჭრა, ეფექტური ინსტრუმენტებით

ხანგრძლივობა: 5 საათი

რეალური პროცესის გადახედვა და სწრაფი გაუმჯობესებები. ვპოულობთ შეფერხებებს, ვამარტივებთ პროცესს, ვამცირებთ პროცესის დროს და შესაბამისად დანახარჯებს.

ხანგრძლივობა: 8 საათი

პროცესის ოპტიმიზაცია
A consultant discussing strategies with a small business owner.
A consultant discussing strategies with a small business owner.

ტრენერები

  • EFFILAB — ეფექტურობის ლაბორატორიის დამფუძნებელი და მთავარი ტრენერი

    ირმა ბერძენიშვილი არის ორგანიზაციული ეფექტურობის, Lean და Agile ტრანსფორმაციების ექსპერტი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომელიც ეხმარება კომპანიებს შეამცირონ პროცესის დანაკარგები, დააჩქარონ გადაწყვეტილებების მიღება და შექმნან სისტემები, რომლებიც რეალურად მუშაობს ყოველდღიურ საქმიანობაში.

  • მისი პროფესიული კარიერა მოიცავს მასშტაბურ ოპერაციულ და ციფრულ ტრანსფორმაციებს საქართველოს უმსხვილეს ფინანსურ და საკონსულტაციო ორგანიზაციებში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა ცვლილებებს როგორც სტრატეგიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე.

  • ირმას მონაწილეობა აქვს მიღებული Agile და ოპერაციული ტრანსფორმაციების განხორციელებაში ორ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტში, მათ შორის ერთ-ერთში ხელმძღვანელობდა ფართომასშტაბიან ტრანსფორმაციას, რომელიც შეეხო ათეულობით გუნდს, პროცესს და მართვის სისტემას.

    პროფესიული გამოცდილება მოიცავს:

    • Bank of Georgia — Agile ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი

    • BDO Digital Georgia — დირექტორი, პროცესების ეფექტურობისა და ტრანსფორმაციის მიმართულება

    • TBC BankLean Management პროექტების კოორდინატორი

  • საქართველოში პირველად ჩაერთო Lean Management-ისა და Agile-ის სისტემური დანერგვის პროცესში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან Mckinsey და ადგილობრივ გუნდთან თანამშრომლობით, როგორც ფრონტ ოფისის, ისე ბექ ოფისის დონეზე, რაც მოიცავდა სტრატეგიას, ოპერაციულ მოდელს, მართვის სისტემებსა და გუნდის მუშაობის პრაქტიკულ სტანდარტებს.

  • ირმას მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ სტრატეგიულ ტრანსფორმაციის პროექტში, რომელთა შედეგად მიღწეული იყო:

    • ოპერაციული ეფექტურობის ზრდა

    • გაყიდვებისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება

    • პროცესის დროისა და რიგების შემცირება

    • სტეიკჰოლდერებისა და თანამშრომლების კმაყოფილების ზრდა

  • მისი მთავარი ფოკუსია პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული ცვლილებები — არა თეორიული ჩარჩოები, არამედ ისეთი პროცესებისა და მართვის სისტემების შექმნა, რომლებიც გუნდის ყოველდღიურ მუშაობაში ამარტივებს გადაწყვეტილებებს, ამცირებს ქაოსს და ზრდის პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას.

  • EFFILAB-ის ფარგლებში ირმა მუშაობს ბიზნესებთან, მენეჯერებთან და გუნდებთან, რათა Lean, Agile და ოპერაციული ეფექტურობის მიდგომები გადაიქცეს რეალურ შედეგებად: სწრაფ პროცესებად, მკაფიო პასუხისმგებლობებად და გაზომვად ბიზნეს ღირებულებად.

    განათლება და სერტიფიკატები:

    • PhD დოქტორი ინფორმატიკაში

    • MBA-ის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით - (ESM Tbilisi)

    • PMI- ACP

    • Lean 6sigma შავი ქამრის მფლობელი

ირმა ბერძენიშვილი